სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისზე - უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს გამოითხოვს და მის შესწავლას დამატებით დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობებენ.

„ლაზარე [გრიგორიადისთან] დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც მისი საქმე დასრულდებოდა, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით. საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაცნობებთ. რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, სად იყო პრობლემა, სად ვერ დავინახეთ პრობლემა. ამიტომ, ახლა ამის გამეორება ზედმეტი იქნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა