ანრი ოხანაშვილი - გახსოვთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამბობდნენ, ეს ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო? მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! - დაელოდეთ, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებასაც ეს ხელისუფლება უზრუნველყოფს

თქვენ გახსოვთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ ამბობდნენ, ეს ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო? მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! დაელოდეთ, ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებასაც ეს ხელისუფლება უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვას - იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხეს არ შეგვიქმნის? - ოხანაშვილმა უპასუხა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„თქვენ არ გჯეროდათ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, არ გჯეროდათ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არ გჯეროდათ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. შევძელით იმის მიუხედავად, რომ ყოველ ნაბიჯში თქვენ დებდით ნაღმებს თქვენი პარტიული ტელევიზიებით, თქვენი იმ პოლიტიკოსებით, ვისაც აგზავნიდით სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ შევძელით და ამ ხალხს მოვუტანეთ მშვიდობა და ევროკავშირთან დაახლოება ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა დაახლოებული. ჩვენ მოვუტანთ ამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება