ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძეს არაფერი აქვს სათქმელი პარტნიორებისთვის - ვფიქრობ, შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ

ირაკლი კობახიძეს არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს პარტნიორების მიმართ - ვფიქრობ, შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ, - ამის შესახებ ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერის გზავნილი იქნება ის, რასაც საჯაროდაც ვისმენთ.

„ვფიქრობ და ამის ინდიკატორია ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვისმენთ, რომ შოლცს ექნება ძალიან მკვეთრი გაფრთხილება და გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ. კერძოდ, ეს გზავნილი იქნება იგივე, რომელსაც საჯაროდ ვისმენთ. ასევე, რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საბჭოზე, ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილება იყო (რომელიც ჩვენ გაგვანდეს, როგორც საპარლამენტო ოპოზიციას), რომ თუ ამ კანონმდებლობას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ევროინტეგრაცია ძალიან შენელდება და უფრო მეტიც, შესაძლოა ეს ფანჯარა საბოლოოდ დაიხუროს. ვფიქრობ, კობახიძეს არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს პარტნიორების მიმართ, ვინაიდან გადაწყვეტილებები და განცხადებები, რაც გვესმის, მათ შორის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს აცილებს ევროკავშირს, ძალიან არგუმენტირებულია”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს