შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული დამოკიდებულებით კარგად გამოჩნდა, როგორ ხედავს ის, სებ-ის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას

ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი იყო ცესკოს შესარჩევ კომისიაში, რომელმაც შემდგომ აღარ მიიღო მონაწილეობა კომისიის განხილვებში, რაც აჩვენებს, ზოგადად, ქალბატონი სალომეს დესტრუქციულ დამოკიდებულებას პროცედურების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცესკოს შესარჩევ კომისიაში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების არ მონაწილეობით კარგად გამოჩნდა თუ რა დესტრუქციულ დამოკიდებულება აქვს, ზოგადად ზურაბიშვილს პროცედურების მიმართ.

„რაც შეეხება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, აქაც გამოჩნდა თუ როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის და ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც მგონი, ამ ფარგლებში არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის რამდენიმე წევრმა საბჭო დატოვა, იმ მომენტში და იმ სახით, როგორც ეს მოხდა - ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ამ მხრივ, გარკვეულ კითხვებს იწვევს მათი მონაწილეობა კომისიაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა