ანრი ოხანაშვილი - თქვენ მოგეწონებოდათ ხელისუფლება, რომელსაც ვინმე რასაც ეტყვის, უსიტყვოდ დაემორჩილება?

კრიტიკა ნორმალურია, ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას და მზად ვართ, საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შევიდეთ, რათა ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს ქართული მოდელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასავლელი პარტნიორების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ქართულ საჭიროებებს პასუხობს და რომელსაც საფუძვლად დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უდევს.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკა არ უნდა გვიკვირდეს და ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შინაარსობრივი საკითხის განხილვაში შევიდეთ და თითოეული პუნქტი გავიაროთ, რათა ისინიც დარწმუნდნენ, რა მოდელია. ეს კანონპროექტი ქართული მოდელია, თავიდან ბოლომდე ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვას. რაც შეეხება კრიტიკას - ეს ნორმალურია. ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ არსებობს საკამათო საკითხები, რა არის ამაში პრობლემა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად ჩვენი აზრი არ უნდა გვქონდეს. თქვენ მოგეწონებოდათ ხელისუფლება, რომელსაც ვინმე რასაც ეტყვის, უსიტყვოდ დაემორჩილება? ეს არ არის დემოკრატიული, ეს არ არის აზრის თავისუფლება. ჩვენ ხალხს აქვს ინტერესი კონკრეტული საკითხები შესაბამისად დარეგულირდეს. ყველა აზრს მოვისმენთ, გავაანალიზებთ და გვექნება არგუმენტირებული პასუხი თითოეულზე,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება