შალვა პაპუაშვილი - დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე - საინტერესოა, ჯგუფები, რომლებიც მართლმსაჯულებას თავს ესხმოდნენ, ბოდიშის მოხდას აპირებენ თუ არა

მნიშვნელოვანია, რომ დადასტურდა ეჭვი, რაც არსებობდა მასთან დაკავშირებით, რომ ის დამნაშავეა პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, რომ ადამიანი ცოცხლად დაეწვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა როდესაც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა, ახლა საინტერესოა იმ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას. მისი თქმით, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა, რომ შეაჩერონ ამ „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა.

„სასამართლომ იმსჯელა ამაზე, იყო გამჭვირვალე პროცესი და განაჩენიც დადგა. ახლა არის ერთი საკითხი. ის ჯგუფები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და მათ შორის, ბრალდების მხარეს და უნდოდათ ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა - მათი პოზიცია რა არის? აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ საკუთარ პოზიციის გამო სასამართლოს მიმართ? მე უკვე ვნახე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია, რომელიც ზუსტად იგივე მეთოდით, რაც მათ ჰქონდათ „რუსთავი 2-ის“, მიხეილ სააკაშვილის, მელიას საქმეებზე, რომ გამოეცხადებინათ პოლიტიკურად. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში შემდეგ მტკიცდებოდა, რომ ისინი იყვნენ მტყუანნი. ზუსტად იგივე მეთოდით იწყებენ ახლა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამოთხრას. ამიტომ, ახლა კითხვა მიემართება მათ დონორებს, ამ დონორებმა ახლავე უნდა შეაჩერონ ეს ანტისახელმწიფოებრივი და სასამართლოსთვის ძირის გამოცლის მცდელობა, ვინაიდან ახლა უკვე მათი ბრალი ექნება და როდესაც კვლავ იგივე წრეზე წავლენ - სასამართლოზე თავდასხმა, სახელმწიფოზე თავდასხმა. ბოლოს ეს საქმეც შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს. სტრასბურგი ბოლოს იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მისი ბრალმდებლები კი მტყუანი. ამასობაში გაივლის კიდევ 2-3 წელი და კიდევ იქნება ცილისწამების კორიანტელი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ახლა დონორების პასუხისმგებლობა არის, რომ შეაჩერონ ამ „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო