ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთისა და ევროპის ერთ სიბრტყეზე დაყენება აჩვენებს, ვის და რას ემსახურება ეს ხელისუფლება

ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, კანონპროექტს მხოლოდ კრემლი, მხოლოდ პუტინის მარჯვენა ხელი პესკოვი იწონებენ.

„ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები მკაფიოდ გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს ევროპული პერსპექტივის გაუქმებას. ამიტომ ჩვენს ეროვნულ ინტერესშია, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ამ კანონს მხოლოდ კრემლი, მხოლოდ პუტინის მარჯვენა ხელი პესკოვი იწონებს, ხოლო ამ კანონის არ მიღებას გვირჩევს ყველა დანარჩენი საქართველოს ნამდვილი მეგობარი.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ერთ სიბრტყეზე დაყენება რუსეთისა და ევროპის, ეს ნათლად ავლენს თუ ვის და რას ემსახურება ეს ხელისუფლება. ზუსტად ეს არის ის ტესტი, რომელიც ნამდვილად აჩვენებს, რომ ეს კანონი რუსულია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, მას “არცერთი გაერთიანება არ უღირს“, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დააზიანოს.

„არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. ყველა გაერთიანებას ეხება ეს.

ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს?“, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები