ირაკლი კობახიძე - გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით - იმედი მაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის გერმანიასთან ურთიერთობის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”,- განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში