ლაშა დიაროვი - ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიანი ციხისთვის გაიმეტეს იმიტომ, რომ ევროპული მომავალი სურდა და ხმა აიმაღლა რუსული კანონის წინააღმდეგ

ლაზარეს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, რადგან ხელისუფლება გამოძიების დაწყებამდე ეძებდა არარსებულ დამნაშავეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა განაცხადა.

დიაროვის თქმით, „ჩვენი ვალია, არ მივცეთ ივანიშვილს ამ ბიჭის დასჯის უფლება! ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!“

„ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიანი ციხისთვის გაიმეტეს იმიტომ, რომ ევროპული მომავალი სურდა და ხმა აიმაღლა რუსული კანონის წინააღმდეგ. ლაზარეს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, რადგან ხელისუფლება გამოძიების დაწყებამდე ეძებდა არ არსებულ დამნაშავეს.

ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ახალგაზრდა მიზანმიმართულად პოლიტიკური მოტივებით ბრალის წარდგენამდე გამოაცხადა დამნაშავედ და შემდეგ სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაადასტურა ეს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოტივებით და არ არის დამოუკიდებელი.

ჩვენი ვალია, არ მივცეთ ივანიშვილს ამ ბიჭის დასჯის უფლება! ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!

ვფიქრობ, ასეთ პირობებში სწორი იქნება პრეზიდენტმა მიიღოს ლაზარეს გათავისუფლების გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიაროვმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია