იაგო ხვიჩია - არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო ის, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად

ჩემი აზრით, არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო ის, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ოლაფ შოლცმა თავისი განცხადებით გვითხრა, რომ „ევროპაში შესასვლელი გზა ასეთი არ არის".

„შოლცის განცხადებამ სინამდვილეში გვითხრა, რომ ჩვენ ნუ გვასწავლით ევროპელობასო და ზოგადად, ჩვენი სახელით ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციასო. ბოლოს და ბოლოს გვითხრეს ის, რომ ევროპაში შესასვლელი გზა ასეთი არ არისო. ეს თან გვითხრეს უმაღლესი ტრიბუნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირმა. მე მგონი, ამაზე გასაგებად ქართველი ხალხისთვის რამის თქმა დასავლეთისგან წარმოუდგენელია.

ჩემი აზრით, არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო ის, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად და იმას, თუ საქართველოს მომავალი როგორ არის წარმოსადგენი ევროპასთან ერთად. ამას ჩვენ რომ ვასწავლიდეთ გერმანიის კანცლერს, უბრალოდ, რაციონალური არ არის არც ერთი გაგებით," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტს“.

მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.

შოლცის განცხადებითვე, „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე