ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მესხეთის N 85-ში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სკვერში დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, გაზონების და გარე განათების ქსელის მოწყობა, ასევე მოეწყობა მოსასვენეველი სივრცეები.

როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, მესხეთის N 39-ში, სკვერის მოწყობის პროექტი ითვალისწინებს, საერთო სამშენებლო სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველიბის ხელმძღვანელი პირებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს