ილია დარჩიაშვილი - ტრანსფარენტულობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს, ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რომ პრემიერ-მინისტრს თავად გაეზიარებინა ის ხედვები და საჭიროებები, რომელიც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღებასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები და ერთადერთი მექანიზმი, იმისთვის, რომ დავძლიოთ გამოწვევები, არის ის, რომ უნდა ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე.

მისივე თქმით, გამჭირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა.

„ტრანსფარენტულობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ყველა და ყველაფერი იყოს ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალე, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთ-ერთი ღირებულება, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, ვიტყოდი, ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროკავშირის შიგნით, ცალსახად საქართველოშიც იყოს გამოყენებული", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს