ნიკა მელია - მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

„სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“, - წერს ნიკა მელია.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს