ნიკა გვარამია - ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!

ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ! - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან რაღაც პროცედურები არის. ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე, ჩემს თავთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება. ამის შესახებ რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მაგრამ სანამ გამამტყუნებელი განაჩენი არ იქნებოდა, ვერაფერს გავაწყობდი. მე მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის მტკიცებულებები, რომ დანაშაულები ზუსტად ისე მოხდა. მინდა ამ ქვეყანაში ყველას მოვუწოდო, რომ პოლიცია არა მხოლოდ პატივსაცემი და ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, წარსული გაიმეორონ და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია. მინდა მათ ჩემი უღრმესი პატივისცემა და იმედი გამოვუცხადო, ასევე, რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს