სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ განცხადებებზე - რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს - აქაც არის ევროპის წინააღმდეგ

რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს. აქაც არის ევროპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს უპასუხა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც საზოგადოებაში შეაქვთ დაყოფა, ისე შეაქვთ ფეხბურთშიც.

“კალაძე წარმოუდგენელია... მე არსად არავინ მესალმება. ეს გუნდი ჩამოყალიბდა გამარჯვებულ გუნდად და უაღრესად მნიშვნელოვან თამაშებზე მიდის. როგორც საზოგადოებაში შემოაქვთ გაყოფა, იქაც შეაქვთ. რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს, პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს. აქაც არის ევროპის წინააღმდეგ.

მე ვაპირებდი იმ ახალგაზრდების, პატარების დაჯილდოებას, რომლებიც ახლა დაბრუნდნენ ბატუტის ხტომაში და ოქროები მიიღეს. ფედერაციიდან უარი მოვიდა. რა უფლება აქვთ ახალგაზრდებს არ მისცენ საშუალება, რომ გაიხარონ, ამით მიიღონ სიამაყე.

ასევე, 31 მარტს, მქონდა დიდი ღონისძიება 91 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე და ზვიად გამსახურდიას შესახებ ოთხი წიგნის წარდგენა იყო. წინა დღით შეთანხმებული იყო კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომ უნდა მოსულიყო, ერთ-ერთი გამომსვლელი უნდა ყოფილიყო ღონისძიებაზე. არც დარეკა, არც ბოდიში მოიხადა, არც მოვიდა, გამსახურდიას შვილი, გამსახურდიას შვილიშვილი. ეს არის ის ბრძანებები. ვისაც რაიმე თანამდებობა აქვს, ამას ებღაუჭება. პირდაპირ აკრძალვებია. წინა დღეს არ იყო აკრძალვა, მოვიდა კონსტანტინე საკუთარი წიგნი მაჩუქა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში