პრეზიდენტი - ახალი პრემიერი დასწრებაზეა, გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები, უნდა, მე დამასწროს - ნორმალურ ქვეყანაში ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არაა, მაგრამ არ ვართ ნორმალურ ქვეყანაში და ვარ იმ პერიოდში, როცა სიმართლეა სათქმელი

მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები. რეალურად, უნდა რომ მე დამასწროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის დღეს ყველაფერს ამბობს, რასაც დიდი ხანი არ ამბობდა, რადგან მიიჩნევდა, „რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს“.

„მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოვეთ ფეხბურთელები, რომ მე დამასწროს. რეალურად, ეს არის ის ერთი რეალური ბერკეტი, რაც პრეზიდენტთან რჩება, მაგრამ იქაც უნდა, ვითომ ბავშვური [...].

დღეს ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ დიდი ხანი არ ვამბობდი. რადგან ვთვლიდი, რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანასა და სახელმწიფოში თუნდაც ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არ არის. მაგრამ არ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში და ვარ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლეა სათქმელი. რჩება 6 თვე 26 ოქტომბრამდე, ყველას მობილიზაცია უნდა იყოს. არაფერი აღრევა და ერთმანეთში ათქვეფა არ არის საჭირო, ყველაფერი უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს