პრეზიდენტი - „ქართული ოცნება“ "რუსული ოცნებაა"

„ქართული ოცნება“ "რუსული ოცნებაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი, ევროპული გზის გადარჩენას ნიშნავს.

„მე, ძალიან დიდხანს, ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პრორუსული არის თუ არ არის - უამრავჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება