ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა - საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა.

იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო საქმეთა მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მინისტერიალში მონაწილეობისათვის და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა.

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა კონკრეტული ბაზრების ათვისებისა და ხარისხიანი წარმოების მიმართულებით. საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როგორც ღვინის წარმოების, ისე სხვა სექტორებში“, - განაცხადა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის, აღსანიშნავია, ქალაქ ბრეშაში გამართული მინისტერიალი, რომელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის