გენერალური პროკურორის მოადგილემ და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას, მათთან თანამშრომლობით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების, პროკურატურის პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესახებ.

„სამუშაო შეხვედრას აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების (UNICEF, UNFPA, UNDP) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ნათია მერებაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე საინფორმაციო მოხსენებებით ასევე წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიც არის კიბერდანაშაული, ნარკოტიკული დანაშაულები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე დონორი ორგანიზაციების პოზიციების წარმოდგენა.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურას აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს