ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე - როგორ უნდა შევაფასო? - ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს და ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ

როგორ უნდა შევაფასო? - ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს და ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, როგორ შეაფასებს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გუშინდელ განცხადებას.

პრემიერის თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩემი არაერთი კომუნიკაცია შედგა კანცლერ შოლცთან, სანამ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. შარშან, ივნისში ვიმყოფებოდი კანცლერის მიწვევით ბერლინში, სადაც დავსახეთ საგზაო რუკა, როგორ უნდა მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ერთად. გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გულმხურვალე მხარდამჭერი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. მინდა, კანცლერ შოლცს და გერმანიის მთავრობას, გერმანიას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, გუშინ განაცხადა, რომ მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ამ კანონს.

როგორც შოლცმა აღნიშნა, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.

„ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში