მამუკა მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე - ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო მონაწილეობა - ეს სქემა მხილებულია, ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს

ეს სქემა მხილებულია, ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძესალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა.

მისივე განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი „ნაცები“ კადრულობენ“.

სალომე ზურაბიშვილმა [სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია] დააკომპლექტა იმ ადამიანებით, ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი და ასეთი შეიძლება სხვაც იყოს, ერთ-ერთი, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ. როდესაც ეგონათ, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა, მათ ეს ქნეს, გააკეთეს და გადადგნენ. საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა და ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ამით ის მხილებულია. ეს სქემა მთლიანად მხილებულია და სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება