ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება

ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მრჩევლებს შეხვდება.

ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს შეხვედრას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული თავდასხმის განსახილველად.

“მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, დიდი ალბათობით, რამდენიმე საათს გაგრძელდება… პრეზიდენტი ბაიდენი ნათლად ამბობდა: ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. შეერთებული შტატები ისრაელის ხალხს გვერდში დაუდგება და დაეხმარება მათ თავდაცვას ირანის მხრიდან ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს