CNN - აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს თუ როგორ ჩამოაგდო აშშ-მა ირანული დრონები და სად. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.

„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს”,- განაცხადა ბაიდენმა.

CNN-ი აღნიშნავს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან.

ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა