დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ.

ამის შესახებ განცხადებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე ავრცელებენ.

„მკაცრად ვგმობ ირანული რეჟიმის ისრაელზე უგუნურ თავდასხმას. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას საკუთარ შემოგარენში ქაოსის დათესვა სურს… დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელის და რეგიონში ყველა ჩვენი პარტნიორის თავდაცვის მხარდაჭერას, მათ შორის იორდანიისა და ერაყის. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ ვითარების სტაბილიზაციისთვის და შემდგომი ესკალაციის აღკვეთისთვის. არავის სურს მეტი სისხლისღვრა”, - წერს სუნაკი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის თავდასხმა და აღნიშნა საფრანგეთის სოლიდარობა და “ერთგულება ისრაელის თავდაცვისადმი”.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს