ლაშა ტყეშელაძე - ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ

ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, ორშაბათს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა

ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ხალხს არ სურს რუსული კანონი“.

„ორშაბათს იწყება "რუსული კანონის" განხილვა, დაგეგმილია აქციები. ხალხს არ სურს "რუსული კანონი", ხელისუფლება კი მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი. ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვისაც შეუზღუდავენ. ჩვენ არავის დავტოვებთ სისტემასთან მარტოს! ვიქნებით ყველგან, სადაც დაირღვევა ადამიანის უფლებები. არა რუსულ კანონს!“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა