ირანის საელჩო - თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება

თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება,- ამის შესახებ ირანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნავენ, ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთგული რჩება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპებისადმი და ხაზს უსვამს თავის მტკიცე პოზიციას, რომ არ ესწრაფვის რეგიონში დაძაბულობის ან კონფლიქტების ესკალაციას.

„ისრაელის რეჟიმის მიერ დამასკოში, სირიის არაბთა რესპუბლიკის დედაქალაქში, ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიურ უწყებებზე შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ, რომელმაც შვიდი ირანელი სამხედრო უფროსი მრჩეველი იმსხვერპლა, გაცნობებთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 2024 წლის 13 აპრილის უკანასკნელ საათებში დაიწყო სამხედრო თავდასხმების სერია ისრაელის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე.

ეს ქმედება ემსახურება ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის უფლებას, რომელიც ნათლად არის გაცხადებული გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით. აღნიშნული ქმედება გახლავთ პასუხი ისრაელის რეჟიმის უწყვეტ სამხედრო თავდასხმებზე, განსაკუთრებით 2024 წლის 1 აპრილის სამხედრო თავდასხმაზე, რომელიც ქარტიის მეორე და მეოთხე მუხლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები და ვერ შეძლო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, ხოლო ისრაელის რეჟიმს უფლება მისცა წითელი ხაზები გადაეკვეთა და საერთაშორისო საბაზისო უფლებათა პრინციპები ფეხქვეშ გაეთელა. ამგვარმა დარღვევებმა რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

როგორც გაერო-ს ერთ-ერთი პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი, ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთგული რჩება გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპებისადმი და ხაზს უსვამს თავის მტკიცე პოზიციას, რომ არ ესწრაფვის რეგიონში დაძაბულობის ან კონფლიქტების ესკალაციას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა, აფრთხილებს რა ისრაელის რეჟიმს შემდგომ სამხედრო პროვოკაციებთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს თავის მტკიცე მოვალეობას, დაიცვას და, საერთაშორისო კანონების მიხედვით, მტკიცე პასუხი გასცეს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების და ხალხის წინააღმდეგ თავდასხმას თუ ნებისმიერ მუქარას.

საჭიროების შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დააყოვნებს გამოიყენოს ლეგიტიმური თავდაცვის თანდაყოლილი უფლება. თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში