ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი - ამ ეტაპზე, ირანი არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ უყოყმანოდ დაიცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.

„ლეგიტიმური თავდაცვის უფლების გამოყენება აჩვენებს ირანის პასუხისმგებლობიან მიდგომას რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. ამ ეტაპზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ დაიცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“, - წერს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი X-ზე.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს