ანა ნაცვლიშვილი პრემიერს - მეგობრებს დებატებში არ იწვევენ - ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

მეგობრებს დებატებში არ იწვევენ! , - ამის შესახებ "ლელოს" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.

დეპუტატი პრემიერს მოუწოდებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დაესწროს.

"კობახიძე, რომელიც დაცვის გარეშე პარლამენტის შენობის შიგნითაც ვერ დადიოდა, რომელიც ვერც ერთ ოპოზიციურ არხზე ვერ ჯდება, ვერც ერთ ოპოზიციონერთან დებატებში ვერ ჯდება, ვერც საპარლამენტო დებატებში ვერ შემოვიდა ვერასდროს და მხოლოდ ცალ კარში თამაშობდა, ევროკავშირის ელჩებს ანუ ევროკავშირის სახელმწიფოებს იწვევს დებატებში რუსულ კანონზე. ასეა, შიში ოხერია. ირაკლი, ხვალ არის მაგ საკითხის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით", - წერს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას "კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა