არმაზ ახვლედიანი - მოვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის - ეს სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, საკანონმდებლო ორგანოში შეუშვას.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, „ეს რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი“.

„მოვუწოდებთ და მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს „რუსული კანონი“ სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი. ამიტომაც მოვითხოვთ „ოცნებისგან“ და პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის პარლამენტი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული „ოცნებას“. ამას არ გავატანინებთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

„ჩვენ ყველა ერთად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, რომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ საქართველო პარლამენტში,“ -განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ვერც "ინტერპრესნიუსის" აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს