ხატია დეკანოიძე - ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტთან - გააპროტესტეთ და გააგონეთ თქვენი ხმა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტში ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს არა მხოლოდ კანონის განხილვა წყდება, არამედ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშეა.

„მინდა ვთხოვო ყველას და მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ძვირფასო მეგობრებო, შვილებო, დებო, ძმებო - ყველას, ვისაც ნამდვილად აღელვებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. დღეს წყდება არა მხოლოდ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, არამედ დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშეა. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ - ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან, ვინაიდან ჩვენი ხმა -საქართველოს მოქალაქეების, თქვენი ხმა, ახალგაზრდების, სტუდენტების, ვისაც ნამდვილად აინტერესებს, სად იქნება საქართველო რამდენიმე წელში, მობრძანდით, გააპროტესტეთ და გააგონეთ თქვენი ხმა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს