თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნის ინტერესების ღალატია და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში - ყველანაირად ვეცდებით, საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას

„რუსული კანონის“ მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირებაა.

„სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია „რუსული კანონის“ მიღება. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ საზოგადოებამ კომიტეტის მიმდინარეობისას ინფორმირებული იყოს ყველაფერზე, რაც შიგნით ხდება. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ მიიღონ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს