ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ - მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ მოგიწევთ

მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან, ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება მიუთითებს ერთადერთზე, „რომ მათ სურთ დისკუსიის ჩაშლა“.

„გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, გამობრძანდით შემდგომ შეკითხვით და წარმოაჩინეთ თქვენი შეკითხვა, რა გინდათ რომ გვითხრათ. ამიტომ გთხოვთ, დაასრულებინეთ. მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა მაგრამ მოგიწევთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!