ანა ნაცვლიშვილი - ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა!

ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“ დაარქვა! - აღნიშნული განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

ნაცვლიშვილმა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც ტელევიზიების გარდა, სხვა მედიასაშუალებებს პარლამენტში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა.

“ვაყენებ წინადადებას, რომ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს და გვიყურებს, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დაშვების თხოვნით, მათ შორის ონლაინ მედიაპლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრათ, რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. თუ შეიძლება წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება, რატომ არ არიან, მაგალითად, ონლაინ მედიაპლატფორმები წარმომადგენლები დაშვებული, სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული. დასაბუთება გვჭირდება, ვიცოდეთ, რატომ არა.

მეორე საკითხი, რომელსაც მე პროცედურაზე პოლიტიკური ჯგუფი "ლელოს" და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძალიან ბევრი სხვა ჯგუფის წარმომადგენლის სახელით ვაყენებ, არის წინადადება - გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა "რუსული კანონი!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე