ანა დოლიძე - ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი - როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა ინსტრუქცია

ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი. როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა მეორედ ინსტრუქცია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბრძოლას საუკუნოვან სულისკვეთებასთან აწარმოებს.

„ამ კანონის თავიდან შემოტანა წყლის ნაყვა და დროის კარგვაა. იმის მაგივრად ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდეს, რა რეფორმები გაატაროს, რომ ქვეყანაში სიმდიდრე შეიქმნას და ხალხი გაამდიდროს, მეორე წელია იგივე წრეზე მივდივართ. ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი. როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა მეორედ ინსტრუქცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ რუსულია და ეს კანონი გაიტანოს. დღეს პირველი დღეა დასაწყისი წინააღმდეგობის. მე ვფიქრობ, რომ ეს ოქტომბერში დასრულდება.

შედეგს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს. „ქართული ოცნება“ ბრძოლას აწარმოებს საუკუნოვან სულისკვეთებასთან. ეს ტანკებით და ნიჩბებით ვერ შეძლეს რუსებმა. ვწუხვარ, რომ ქართველი ხალხი ამის ხარჯზე დროს კარგავს. ეს მუხტი როგორც 9 აპრილსა და 31 მარტს იყო, ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არის საუკუნეებია განმავლობაში ჩამოყალიბებული სულისკვეთება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია