ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს და კი ევროპას!

ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს და კი ევროპას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ სურს ევროპული ინტეგრაცია და უნდა, რომ ქვეყანა ჭაობში დატოვოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია ამ სისტემას, ამ პარტიას, ივანიშვილს იყვნენ სხვანაირები. ეს არის რუსი ოლიგარქი, ეს არის რუსული ხელისუფლება და რუსული პარტია. ამას როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ამ ხალხს უნდა კორუფცია, უნდათ ქვეყნის ჩატოვება ამ ჭაობში, არ სურთ ევროპული ინტეგრაცია, არ სურთ ინსტიტუციების გაძლიერება. ამიტომ ყველანაირ საბოტაჟს, ყველანაირ პროვოკაციას მოაწყობენ, სამოქალაქო დაპირისპირებას გააღვივებენ, ყველა ოპოზიციური პარტიის და ჯგუფის ასე ვთქვათ გაუქმებას მოახდენენ, თუ თვითონ დასჭირდებათ და სჭირდებათ. ასე რომ მათი ეს გზავნილი მიღებულია, ქართველი ხალხის პასუხი კოლაბორაციონისტებისთვის იყო ერთი - ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს! და კი ევროპას!“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს