დავით უსუფაშვილი - როცა ელჩებს რაიმე საქმე აქვთ, ისინი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან, პრემიერთან შეხვედრა კი ნიშნავს უმაღლეს დონეზე აწეულ პროტესტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კობახიძის გამოხტომებს, ჭკუა ასწავლოს ელჩებს, არ შეეპუება

როცა ელჩები უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან მიდიან შეხვედრაზე, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ეს ნიშნავს უმაღლეს დონეზე აწეულ პროტესტს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა გაგრძელდება.

„ირაკლი კობახიძემ აშკარად სახელისუფლებო თრობის ახალ მწვერვალებს მიაღწია და ამ ძილბურანიდან ადგენს ახალ მსოფლიო წესრიგს, მიმართავს ელჩებს და უცხო ქვეყნის მთავრობებს, რომ ის მზადაა მათ ჭკუა ასწავლოს, განუმარტოს, რა არის შავი და თეთრი. ის მზადაა, ევროპელ ლიდერებს განუმარტოს ევროპული ღირებულებები, კანონმდებლობა და ის, თუ რატომ არ შეესაბამება თუ შეესაბამება იმ ღირებულებებს ჩვენი კანონმდებლობა.

ძალიან სამწუხაროა, საქართველოზე შესაძლოა ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება დარჩეს, მაგრამ კარგია, რომ უცხოეთი საქართველოში იცნობს არამხოლოდ ასეთ უმწიფარ პოლიტიკოსებს, რომელსაც ქვეყნის მართვა კი არა, ორი ადამიანი არ შეიძლება ენდოს და იციან, რომ ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს სხვა წარმოდგენა აქვს.

როდესაც შედიხარ კავშირში, იქით გაქვს შესასრულებელი გარკვეული პირობები, რომ იმ კავშირში მიგიღონ და იმ კავშირს, მთელ სახელმწიფოებს ეუბნები, რომ მზად ვარ მოვიცალო, ჭკუა დაგარიგოთ და გასწავლოთო, მოდით და გეტყვითო, რაში ჯდება ყველამ კარგად ვიცით. როცა ელჩები უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან მიდიან შეხვედრაზე, ეს არის საგანგებო მდგომარეობა.

როგორც წესი, როცა ელჩებს რაიმე საქმე აქვთ, ისინი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნიშნავს უმაღლეს დონეზე აწეულ პროტესტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ ტიპის გამოხტომებს არ შეეპუება და გააგრძელებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ევროკავშირმა, შარშან, არ გაგვწირა ამ უნიათო, უმსგავსი და სწორედ რომ უცხო ქვეყნის ინტერესის მსახური მთავრობის გამო და მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, არც ახლა გაგვწირავენ მათი ასეთი მოქმედებების გამო და საქართველოსთან ურთიერთობა გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მკაფიო საუბარი და მისი გონზე მოყვანის მცდელობა, რომლის იმედიც, მაინცდამაინც, არ მაქვს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს