თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე დღეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციით ცდილობს იმ კანონის გათეთრებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეტავს

„ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე დღეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციით ცდილობს იმ კანონის გათეთრებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეტავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთის დემონიზირებით, დასავლელი ელჩებისთვის სუვერენულობაში ჩარევის ბრალდებით და ამ კანონით, ქვეყნის ევროპული მომავლის დასამარებას აპირებს.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ კანონის მიღება მას პარტიის უსაფრთხოებისთვის უნდა და არა ყალბი გამჭვირვალობისთვის.

„გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ამ ტიპის კანონი არ არსებობს ევროპაში, არც იქნება იმიტომ, რომ ამ მოცემულობაში აბსოლუტურად სხვა რეალობა დგება და რომ ამ კანონით საქართველო ვერ შევა ევროპაში. ეს მათთვის საკმარისი არგუმენტი არ არის, ისევე როგორც არ არის შინაარსობრივი არგუმენტები, ამიტომ „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე დღეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციით ცდილობს კანონის გათეთრებას. იმ კანონის, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეტავს. შესაბამისად, აქ მთავარი არის პრინციპში. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ კანონის მიღება მას პარტიის უსაფრთხოებისთვის უნდა და არა ყალბი გამჭვირვალობისთვის,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია