„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტოდ აქცია ბათუმშიც იმართება

არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „რუსული კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის“.

„აქციის მიზანია, რომ საქართველოში რუსული კანონი არ მიიღონ. ვგმობთ ყოველგვარ მსგავს კანონს. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია და უნდა გაიხსნა კარი ევროპისკენ. ჩვენი მისწრაფება სწორედ ეს არის, ამიტომ გამოვედით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მოვითხოვთ მთავარს - გაუქმდეს ე.წ აგენტების შესახებ კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი, სტუდენტების პროტესტი არ შეწყდება“,- აღნიშნა აქციის მონაწილე მათე ირემაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება