„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტოდ აქცია ბათუმშიც იმართება

„არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „რუსული კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის“.

„აქციის მიზანია, რომ საქართველოში რუსული კანონი არ მიიღონ. ვგმობთ ყოველგვარ მსგავს კანონს. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია და უნდა გაიხსნა კარი ევროპისკენ. ჩვენი მისწრაფება სწორედ ეს არის, ამიტომ გამოვედით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მოვითხოვთ მთავარს - გაუქმდეს ე.წ აგენტების შესახებ კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი, სტუდენტების პროტესტი არ შეწყდება“,- აღნიშნა აქციის მონაწილე მათე ირემაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს