ანრი ოხანაშვილი ალეკო ელისაშვილზე - ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, ამ უღირს საქციელზე, რომელიც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, გააკეთეთ კომენტარი, ასევე, უფლებადამცველებმა, ვინც აქ ხართ, მიეცით შეფასება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ და რომელიც ფიზიკური დაპირისპირების გამო შეწყდა, განახლდა.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერებს მიმართა, რომ ყველა პროვოკაცია, უმკაცრესად პასუხგაცემული იქნება.

„ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, თუ გაქვთ სურვილი, რომ ეს უღირსი საქციელი, რომელიც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, გააკეთეთ კომენტარი, ასევე, უფლებადამცველებმა, ვინც აქ ხართ, მიეცით შეფასება იმას, რაც ამ ადამიანმა იკადრა. მოგცემთ საშუალებას, თუ ვინმეს გსურთ კომენტარი გააკეთოთ. ნებისმიერი პროვოკაცია, რომელსაც აქ გააკეთებთ, უმკაცრესად პასუხგაცემული იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილისა და თინა ბოკუჩავას ჩათვლით, თანამონაწილეები არიან იმისა, რაც სხდომაზე მოხდა.

„ეს გააკეთეთ ყველამ - ნაცვლიშვილიდან დაწყებული, ბოკუჩავათი გაგრძელებული, თქვენ ხართ თანამონაწილე იმისა, რაც ამ ადამიანმა იკადრა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომა შეწყვეტილი იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება