ლევან გოგიჩაიშვილი - საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა არის მხოლოდ არჩევნები - ეს სოციალური მუხტი დაკონვერტირდება ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნებში

ხელისუფლება ამ ქვეყანას საბოტაჟს უკეთებს ევროპის გზაზე. ხელისუფლებას უნდა, რომ ამ ქვეყანამ ევროპისკენ სვლა შეწყვიტოს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს და აღნიშნული კანონპროექტის მიღებაც რუსული საქმეა.

„ხელისუფლებას უნდა, რომ არჩევნების მანიპულაციით გაიხანგრძლივოს ხელისუფლება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა არჩევნები მოიპაროს. ის თვლის, რომ ეს პატარა დაბრკოლება აქვს დარჩენილი და დანარჩენი ყველაფერი კარგად აქვს აწყობილი იმისათვის, რომ არჩევნები მოიპაროს. ანუ მოზაიკის ყველა დეტალი სწორად აქვს დასმული მისი გადმოსახედიდან და ჰგონია, რომ ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომლითაც ის, საბოლოო ჯამში, მიხვდება, რომ უკვე შეუძლია და რესურსი აქვს არჩევნები მოიპაროს.

ჩვენ ამის საშუალებას მას არ მივცემთ. გამოსავალი არის ბევრი. პირველი, რა თქმა უნდა, არის პროტესტი, ძალიან დიდი დუღილის ტემპერატურა. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა არის მხოლოდ არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ეს სოციალური მუხტი დაკონვერტირდება ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნებში. ხმებში მოხდება ამის დაკონვერტირება, მაგრამ მანამდე მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით ევროპამ, იმ ოჯახმა, სადაც ჩვენ მივისწრაფვით, უნდა დაინახოს, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი, არის დაბრკოლება“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ