ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - ლაზარეს შეწყალებით პრეზიდენტმა ნიშანი მისცა მთავრობას, რომ არასწორად იქცევიან და ქვეყანაში უკანონო, პოლიტიკური დაკავებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისია ბაბუა, გია კალანდაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ანტიევროპული, რის გამოც ის დღევანდელ აქციას შეუერთდა.

„პირველ რიგში, აქ იმიტომ ვარ, რომ ეს კანონი ჩვენმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს, რადგან ანტიევროპული და ანტიდასავლურია. მეორე მიზეზი არის ის, რომ ლაზარე უნდა იდგეს დღეს აქ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, იწელება პროცესი. დღესაც 13:00 სთ-მდე ველოდეთ, რომ დაგვირეკავდნენ. უდიდესი მადლობა მინდა სალომე ზურაბიშვილს გადავუხადო იმიტომ, რომ ლაზარე ნამდვილად უკანონოდ იყო დაკავებული. ლაზარეს შეწყალებით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიშანი მისცა ჩვენს მთავრობას, რომ არასწორად იქცევიან და ქვეყანაში უკანონო, პოლიტიკური დაკავებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს",-განაცხადა გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი