თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება.

მათივე ცნობით, ISAGO-ს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერტიფიკატის ქონა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს. აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში მოხდა სერტიფიცირების წარმატებით დასრულება

IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისათვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის შედეგადაც IATA-ს აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმასშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერთიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოში 110 აეროპორტში ოპერირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის