ირაკლი ზარქუა - ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი და იმ არაკაც ელისაშვილს დაავალეს, ქურდულად მიპარვოდა მამუკა მდინარაძეს და ჩაედინა არაკაცური საქციელი

ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიპარვოდა [მამუკა მდინარაძეს] და ჩაედინა არაკაცური საქციელი - გამორიცხულია, ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო.

„დილიდან დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა იყო, რომ ჩაეშალა სხდომა. ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის ფინანსების დამალვა ევროპული. ვერ ახსნეს და ერთადერთი მოიფიქრეს, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. „ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთ, თორემ ქართველ ხალხს ვინ კითხავსო“ - აი, ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა, რაც შემდეგ დეპუტატების დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია