თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს, რომელშიც 16 ქვეყნის 39 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თსუ-ის ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ.

კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე და მის როლზე ქართული საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებაში. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა და დღესაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში. მას ჰყავს მრავალი თაობა პროფესიონალი კურსდამთავრებულების, რომლებიც მეტწილად განსაზღვრავენ ქვეყნის ცხოვრებას“, - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა პერსონალის საერთაშორისო კვირეულის, ასევე, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლის მნიშვნელობას ქართული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების ძირითადი თემა არის საუნივერსიტეტო საერთაშორისო თანამშრომლობათა შენარჩუნება და მდგრადობა. მონაწილეები კოლეგებს გააცნობენ თუ რა ძირითად პრინციპებს იყენებენ, რომ თანამშრომლობა იყოს მდგრადი, მრავალწლიანი, ორმხრივად ხელსაყრელი და მომგებიანი.

თსუ-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა გერგედავას ინფორმაციით, თსუ-ს პერსონალის საერთაშორისო კვირეულისადმი პარტნიორი უცხოური უსდ-ების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, ღონისძიება თსუ-ში უკვე წელიწადში ოთხჯერ ტარდება.

„უცხოელ კოლეგებს აინტერესებთ მობილობის და გაცვლითი პროგრამების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამასობაში დაგვიგროვდა, ასევე ინტერესის საგანს წარმოადგენს ის მიდგომები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ევროკომისიის მიერ განახლებული კრიტერიუმების ადაპტაციისას ადგილობრივი კონტექსტისადმი; კოლეგები ასევე ინტერესდებიან გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის თსუ-ს მიერ შემუშავებული ელექტრონული პორტალით mobility.tsu.ge, რომელიც გვეხმარება, რომ პროგრამების დაგეგმვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე“,- განაცხადა თეა გერგედავამ.

თსუ-ის ცნობით, კვირეულის გახსნის ღონისძიებას ERASMUS+ საქართველოს ეროვნული ოფისის, ასევე, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირეულის პირველ დღეს, პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტის ქუნ ჰეივენის მოხსენება, რომელიც უმაღლესი განათლების პოლიტიკის ახალ მიმართულებებს ეხებოდა; ასევე, მოისმინეს თსუ პროფესორ ქეთევან ხუციშვილის პრეზენტაცია „საქართველო - ხორბლის და ღვინის სამშობლო“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება. მისი ძირითადი მიზანი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია