თინა ბოკუჩავა - ჩემი მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, დასრულდა ჩემი კომიტეტიდან გაძევებით

ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება „კი“-ს ევროპას და „არა“-ს რუსულ კანონს. ჩემი მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, დასრულდა ჩემი კომიტეტიდან გაძევებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს.

„კომიტეტზე მოვითხოვე, რომ შეწყვეტილიყო რუსული კანონის ყოველგვარი განხილვა, ივანიშვილის პარტიას გაეწვია რუსული კანონი. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ისევე როგორც შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევამ და პროტესტმა გააწვევინა ივანიშვილის პარტიას რუსული კანონი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, წელსაც რუსული კანონი იწვევს დაპირისპირებას, რომელიც ვერ იქნება და არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში. ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება „კი“-ს ევროპას და „არა“-ს რუსულ კანონს. მხოლოდ იმიტომ, რომ დავაყენე მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, ანრი ოხანაშვილის და მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებით იძულების წესით მომიწოდეს კომიტეტის სხდომის დატოვებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს. ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ამაზე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგობა რუსული კანონის მიმართ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება