პეტრე ცისკარიშვილი -  ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ!

ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ! როგორც შარშან არ მივეცით უფლება, რომ გაეტანათ რუსული კანონი, არც ახლა მივცემთ ამის საშუალებას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

„ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუსტად ისე, როგორც შარშან არ მივეცით უფლება, რომ გაეტანათ რუსული კანონი, არც ახლა მივცეთ ამის საშუალება! იმიტომ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ ევროპული გზის საბოტაჟი. ისინი გადაგვეღობნენ და ცდილობენ ჩაგვიხერგონ ევროპული გზა.

შარშან, უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. წელსაც დეკემბერში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როდესაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები ევროპასთან და რუსეთთან ერთად, ეს რეჟიმი ცდილობს კიდევ ერთხელ ჩაგვიხერგოს ეს გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ!“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში