"ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების ჩირეულს, თხილეულს, მარცვლეულს, ბურღულეულს, სანელებლებს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ჩირეულისა და თხილეულის კატეგორიაში პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი და სააღდგომოდ საოჯახო მარაგების შესავსებად ხელსაყრელი არჩევანია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოში ტრადიციული სამზადისით გამოირჩევა. მძიმე მარხვის შემდეგ, თითოეულ ოჯახში მზადდება პასკა და წითლად იღებება კვერცხი. სააღდგომო სუფრის დეკორაციას წარმოადგენს ჯეჯილიც, თუმცა დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მაინც პასკაა, რომელსაც დიასახლისები განსხვავებულად ამზადებენ. თითოეულ ოჯახში მომზადებულ პასკას ქიშმიშის და ცუკატის სიუხვე აერთიანებს. აღნიშნული პროდუქტები პასკას არა მხოლოდ სიტკბოს, არამედ ტენიანობასაც მატებს.
სააღგომოდ მოსამარაგებელი პროდუქტების სიაში აუცილებლად მოიაზრება ოქროსფერი და ყავისფერი ქიშმიში, ანანასის ცუკატი, გარგრის, შავი ქლიავის და ფორთოხლის ჩირი, რომლითაც დიასახლისები პასკას აფორმებენ. ჩირეულთან ერთად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარულია თხილეულით მორთული პასკა. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია ნიგოზი, ფსტა ან ნუშის ფანტელი. დიასახლისებს ასორტიმენტში დახვდებათ პასკისთვის საჭირო სანელებლებიც: მუსკატის (იგივე ჯავზის) კაკალი, ილის მარცვალი, დარიჩინის ღერო და მიხაკის ფესვი.
„ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზია წარმოდგენილია ასორტიმენტის მარტივი და კომფორტული სისტემით, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქციის შეკვეთის მიღებას სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შეძენის პროცესის გამარტივების მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის მეთოდის გამოყენება: ნაღდი, საბარათე და გადარიცხვით ანგარიშსწორება.
აღნიშნული სააღდგომო პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს რჩეულ ხარისხთან კომბინაციაში სთავაზობს უკონკურენტო ფასებს და უფასო მიწოდების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
(R)