ბექა ოდიშარია - ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა, ემანდ, პირიქით არ გამოვიდეს - უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია

უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ, ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია - ბევრს გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა, ემანდ, პირიქით არ გამოვიდეს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

ოდიშარია ყველა მხარეს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

„არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროპაში, ღირსებით. ახლა გციტირებთ თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], რადგან თქვენ იქეცით ფლაგმანად, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ კანონპროექტზე და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო დამშვიდებისკენ. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება და ამაში მკაცრი და ჯანსაღი იქნება. ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა. ე, მანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით, პირიქით წახალისება. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მიუხედავად ამისა, მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა სახელი ყველაფერს უნდა დაერქვას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

მას გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეპლიკებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, მათ შორის თქვეს, რომ ოდიშარია იმუქრება, რაც მმართველი უმრავლესობის დეპუტატმა უარყო და იკითხა, თუ სად ხედავენ ოპონენტები მუქარას.

„აქ მუქარა სად ნახეთ? როგორც კანონში ნახეთ რამე რუსული, ისე ჩემს გამონათქვამებში რამე მუქარის შემცველი“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ უშუალოდ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზეც ისაუბრა.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ეს არასამთავრობოები ერთი ხელით აწყობენ სემინარებს, ვითომ კეთილშობილური განზრახვით, ვითომ ქალთა ან ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, თუმცა პირდაპირ გვაჩვენეს, რომ თოფის სროლას ასწავლიან, ასევე იმას, პოლიციის ჯებირს როგორ უნდა გადაუარო, მათ შორის გადაწვა პოლიციელი. აბა ის გრიგორიადისი თავისთავად დამნაშავეა, ბოროტმოქმედია, მაგრამ ვისი მსხვერპლია? ამ არასამთავრობოების ტრენინგების“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას ამ განცხადებას ქალი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა, რომელთაც ოდიშარიას უთხრეს, რომ მისგან ამ ყველაფერზე საუბარი უხერხულია.

„შენ ვის ძალადობაზე ლაპარაკობ?“, - მიმართა მას ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში