ბექა ოდიშარია - ილიას მოსაკლავი ტყვია ორმა ჟურნალმა ჩამოასხა - იყო „სოცდეკების“ „კვალი“ და „მოგზაური“, რუსეთთან დაკავშირებული „სოცდეკები“ საიდან ფინანსდებოდნენ გასაგებია - ახლა ასეთი ჟურნალებიც გვაქვს,  გამომცემლობებიც, ტელევიზიებიც და მათი გამტარებიც!

ილიას დარბაზში ვართ! ილია ბერბიჭაშვილს არ მოუკლია! ილიას მოსაკლავი ტყვია ორმა ჟურნალმა ჩამოასხა - იყო “სოცდეკების“ “კვალი“ და “მოგზაური“, რუსეთთან დაკავშირებული “სოცდეკები“ საიდან ფინანსდებოდნენ გასაგებია - ახლა ასეთი ჟურნალებიც გვაქვს, ასეთი გამომცემლობებიც გვაქვს, ტელევიზიებიც და მათი გამტარებიც! - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ოდიშარიამ ისიც განაცხადა, რომ პარლამენტში აკრედიტებულ მედიას დღევანდელი საკომიტეტო სხდომის თავისუფლად გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ტყუილით დაიწყო, რომ აქ ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში 340 აკრედიტებული ჟურნალისტი და აქედან 290 ტელეჟურნალისტია - ყველას აბსოლუტურად თავისუფალი შემოსვლის საშუალება ჰქონდა. მთავარია მანიპულაცია მიდის, ვის ეხება და ვის არ ეხება...“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" აკრედიტებული კორესპონდენტები დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს